ანსამბლ სათანაოს საფუძველი 1980-იან წლებში ჩაეყარა, როდესაც ანსამბლის წევრები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები იყვნენ. მათ ანჩისხატის ტაძრის გუნდის კვალდაკვალ, ქალა შორის პირველებმა დაიწყეს ძველი, ტრადიციული საეკლესიო საგალობლების აღდგენა და მათი ლიტურგიულ პრაქტიკაში დანერგვა; წლების განმავლობაში გალობდნენ თბილისის ჯვარის მამის ტაძარში.
საეკლესიო საგალობლებთან ერთად სათანაოს რეპერტუარი მოიცავს ქართულ ხალხურ და ქალაქურ სასიმღერო ნიმუშებს.