ფოლკლორული ანსამბლი ”შავნაბადა” ჩამოყალიბდა 2005 წელს. ”შავნაბადა”-ს წევრები ბიჭუნათა ანსამბლების ”მართვესა” და ”ბიჭების” აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს როგორც ფოლკლორულ სიმღერას, ასევე საეკლესიო გალობასა და ქართულ ხალხურ ინსტრუმენტულ მუსიკას. აღსანიშნავია, რომ ანსამბლის წევრები თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გალობენ. ისინი ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემადგენლობაში შედიან და მონაწილეობას იღებენ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებულ ყველა ღვთისმსახურებასა და მომლოცველოთბით მოგზაურობაში, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ”შავნაბადა” სხვადასხვა დროს წარმატებით გამოდის ფოლკლორულ ფესტივალებსა და კონცერტებში.