ქართული ფონტისამშაბათი, 2024-04-23, 11:26 PM

თქვენ შეხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები" | RSS
მთავარი | File Catalog
საიტის მენიუ


კატეგორიები
ანსამბლი "ანჩისხატი" [1]
ანსამბლი "ბასიანი" [2]
ანსამბლი "ლაშარი" [1]
ანსამბლი "ქართული ხმები" [1]
ანსამბლი "სახიობა" [1]
ანსამბლი "შემოქმედი" [1]
ანსამბლი "დიდგორი" [1]
ანსამბლი "შავნაბადა" [1]
ანსამბლი "მთიები" [1]
ანსამბლი "თუთაჩელა" [1]
ანსამბლი "მზე შინა" [1]
ანსამბლი "ფესვები" [1]
ანსამბლი "ალილო" [1]
ანსამბლი "რუსთავი" [3]
ანსამბლი "მართვე" [1]
ანსამბლი "კოლხეთი" [1]
ანსამბლი "ნანინა" [1]
ანსამბლი "ერისიონი" [1]
ანსამბლი "პატარა გეორგიკა" [1]
ანსამბლი "მძლევარი" [2]
ანსამბლი "ფაზისი" [1]
ანსამბლი "სათანაო" [1]
ანსამბლი "გეორგიკა" [2]
ანსამბლი "ლაზარე" [1]
ანსამბლი "საგალობელი" [1]
ანსამბლი "წინანდალი" [1]
ანსამბლი "იადონი" [1]

მინი-ჩათი

ჩვენი გამოკითხვა
რომელი ანსამბლი მოგწონთ?
სულ პასუხი: 1748

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » ფაილები » ხალხური სიმღერები » ანსამბლი "მთიები"

ანსამბლი "მთიები"
[ · გადმოწერა (103 მბ) ] 2009-05-24, 1:47 AM
1980 წელს შეიქმნა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მთიები“, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლდათ ახალგაზრდა მუსიკოს–ფოლკლორისტი _ შემდგომში თვალსაჩინო ეთნომუსიკოლიგი ედიშერ გარაყანიძე. „მთიები“ სხვა ანსამბლებისაგან მალევე გამოირჩა თავისი შემოქმედებითი პრონციპებით, რამაც იგი აუთენტური მიმართულების პიონერად აქცია საქართველოში. ანსამბლის უმთავრეს პრინციპთაგანია ფოლკლორული ნიმუშის ისე შესრულება, როგორც მას ასრულებდნენ ან ნაწილობრივ, დღესაც ასრულებენ ჩვეულ ეთნოგრაფიულ გარემოში; „მთიების“ შესრულებულ სიმღერებში დაცულია სათანადო კუთხისათვის დამახასიათებელი შესრულების მანერა და ტონური სისტემა; სოფლელი შემსრულებლების მსგავსად, ანსამბლის წევრები სიმღერასთან ერთად ცეკვავენ და უკრავენ სხვადასხვა საკრავზე; „მთიებმა“ დაამკვიდრა სცენაზე სადა ფერხულებისა და გაშაირების ხალხური ტრადიცია. „მთიებმა“ სცენაზე პირველმა გააცოცხლა ე. წ. თურქეთის საქართველოს ფოლკლორიც.
მჭიდრო კავშირი სოფლელ შემსრულებლებთან, და საერთოდ ქართულ სოფელთან, ანსამბლის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ფოლკლორის ნიმუშების ჩაწერის მიზნით მოწყობილი ექსპედიციების გარდა, „მთიების“ წევრები 1980–იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად დადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „ალილოსა“ და „ჭონის“ წეს–ჩვეულების აღსასრულებლად, რის შედეგადაც არაერთ სოფელში აღდგა ეს უძველესი ტრადიცია.
„მთიები“ ბევრს მოგზაურობს საქართველოს საზღვრებს გარეთაც: მართავს კონცერტებს, ატარებს ქართული სიმღერის გაკვეთილებს. არის არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი.
„მთიებს“ გამოშვებული აქვს ხუთი კომპაქტ–დისკი. ანსამბლზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი (რეჟ. დიმიტრი გუგუნავა). 2001 წლიდან „მთიებს“ გიორგი გარაყანიძე ხელმძღვანელობს. მან 2003 წელს განაახლა ანსამბლი და ჩამოაყალიბა ქალ–ვაჟთა შერეული ჯგუფი, რომლის წევრებიც აუთენტურ შემოქმედებით პრინციპებზე აღიზარდნენ სტუდია „ამერ–იმერში“ და რომლებიც დღეს, უფროს თაობასთან ერთად, ედიშერ გარაყანიძის სახელობის ეთნომუსიკის თეატრ „მთიებში“ არიან გაერთიანებულნი.
„მთიები“ სცენაზე პირველყოფილი უშუალობით წარმოადგენს ქართველი ერის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილ მუსიკალურ ნიმუშებს, რომლებიც ქართულ ეთნოგრაფიულ გარემოში წეს–ჩვეულებების, რიტუალებისა და სხვადასხვა ცხოვრებისეული მომენტის განუყოფელი ნაწილია და თანხლებულ ცეკვა–ფერხულებთან ან მსვლელობებთან ერთად თეატრალიზებულ სანახაობას ქმნის.

კატეგორია: ანსამბლი "მთიები" | დაამატა: defaultNick
ნანახია: 1558 | ჩატვირთულია: 534 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

საიტის მეგობრები

 

 

  


 



Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz